"ოცნების" მხარდამჭერი ევროდეპუტატი პუტინთან ბოდიშის მოსახდელად ჩავიდა
"ქართული ოცნების" მხადამჭერი სლოვაკი ევროდეპუტატი მოსკოვში ჩავიდა. ლუბოშ ბლახა პუტინისთვის ევროკავშირის პოლიტიკის გამო ბოდიშის მოხდას გეგმავს. ინფორმაცია რუსულ პროპაგანდისტულ მედიასა და ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.
ბლახა სწორედ ის ევროპარლამენტარია, რომელიც რუსული პოლიტიკის გამო "ოცნებას" საგანგებო სესიაზე აქებდა, ევოკავშრის კი ოლიგაქრის პარტიის მსაგავსად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდა.
"პირველები" ევროპარლამენტში საპარლამენტო მდივანს "მწვანეთა პარტიიდან" ესაუბრა. თამარ გუგულაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტში ბლახას მსგავსი დეპუტატები არიან, თუმცა მათ პრორუსულობის გამო კოლეგები "კეთროვანებად" აღიქვამენ.
ევროპარლამენტში დღევანდელი საქართველოს მთავრობის აზრებს იზიარებენ თუ ეთანხმებიან ისეთი ევროდეპუტატები, რომლებიც თვით ევროპარლამენტში არიან, ცუდ სიტყვას ვიხმარ, კეთროვანები. როგორც კეთროვანს ერიდებიან და არ უახლოვდებიან, ასეთი პარტიებია, ან ინდივიდუალური დეპუტატები არიან, რომლებთანაც არავინ თანამშრომლობს სინამდვილეში. სინამდვილეში, არიან სტრუქტურები, რომლებიც მუშაობენ ამ ევროდეპუტატებზე, მუშაობენ ასევე სხვა ნაციონალურ და ეროვნულ პარლამენტებთან და სტრუქტურებთან თუ როგორ გაავრცელონ პრორუსული ნარატივი და როგორ დააჯერონ ის ხალი, რომელიც მათ უსმენს, რომ ევროპა არის, მაგალითად რუსოფობი და არა თვითონ რუსეთის მთავრობის ქმედებებს გმობს, არამედ გმობს თით რუს ხალხს და იგივე გადმოიტანო შემდეგ და გაავრცელო ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის საქართველო და ბოდიში მოუხადო რუსეთს რუსოფობიისთვის. თქვენ როგორც ხვდებით, პირდაპირი ანარეკლია იმის, რასაც რუსეთ აკეთებს და ბოდიშს უხდის სეპარატისტებს ანუ ერთი და იგივე სცენარი ვითარდება. ევროპარლამენტი მას ყველანაირად გვერდზე გასწევს და ამავე დროს ხშირად ძალიან დიდი ფინანსური სანქციებიც ეკისრებათ ანუ რამდენიმე თვის ხელფასს აჭრის ევროპარლამენტი არამორალური ქმედებებისთვის, - ამბობს გუგულაშვილი.
ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილს და იმ ევროდეპუტატებს, რომლებიც მოსკოვში ბოდიშის მოსახდელად ჩადიან, ერთი და იგივე უფროსები ჰყავთ და ისინი კრემლში სხედან.
ის, რომ რუსეთის ინტერესებს და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ლობირებს აბსოლუტურად ერთი და იგივე ხალხი ევროპაში, ეს არის ქართველი ხალხისთვის ნათელი მაჩვენებელი იმის, რომ ბიძინა ივანიშვილს და იმ ევროდეპუტატებს, ვინც მოსკოვში ჩადიან ბოდიშის მოსახდელად, ერთი და იგივე უფროსები ჰყავთ და ეს უფროსები სხედან მოსკოვში. თვითონ სიტყვარიც კი ერთი და იგივე ადგილას იწერება მათი გზავნილები. მაგალითად, ბოდიშის მოხდა. ადგილი არის კრემლი და მათი მოკავშირე შესაბამისი სტრუქტურები. ამიტომ ვამბობ, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში დასრულდება რუსული რეჟიმი და ბიძინა ივანიშვილი წავა იქ, სადაც არის მისი ადგილი - მოსკოვში, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
რა რეაქცია ექნება ევროპარლამენტს ბლახას მოსკოვში ვიზიტზე, ცნობილი, სავარაუდოდ, მალე გახდება.