ბატონს თუ ასე ეშინია საერთოდ რატომ მოდის?! - ზუგდიდელების პასუხი ივანიშვილს

15.10.24 16:15
 ბატონს თუ ასე ეშინია საერთოდ რატომ მოდის?! - ზუგდიდელების პასუხი ივანიშვილს

კინოლოგები, სნაიპერები, კრიმინალური პოლიცია და სპეცრაზმი - ზუგდიდის ცენტრი პარალიზებულია. სავაჭრო ობიექტებამდე მისასვლელი გზები კი გადაკეტილი. 

მიზეზი  სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული ვიზიტია. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე რამდენიმე საათში  ხალხს ისევ შუშის აკვარიუმიდან მიმართავს.

"ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ზუგდიდში ჩასვლამდე ქალაქი პრაქტიკულად პარალიზებულია. ამოწმებენ ყველა შენობას და სახურავს, სცენასთან მიახლოება კი აკრძალული აქვს ყველას იქამდე ვიდრე ტრიბუნას ბიძინა ივანიშვილი არ დაიკავებს და მიმართვა არ დაასრულებს.

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ვიდეოც, სადაც  ტაშის რეპეტიციაა ასახული. 

ქალაქის ჩაკეტვას ადგილობრივების პროტესტი უკვე მოჰყვა. მაღაზიებისა და სალონებში დასაქმებულები ამბობენ, რომ ქუჩების გადაკეტვის გამო მათთან მომხმარებელი ვერ შედის. 

  • "ივანიშვილი დახმარების ნაცვლად, პირიქით ხელს გვიშლის"
  • "მეოთხე დღეა, ასეთი სურათია, ჩაკეტილები ვართ, სნაიპერები, ძაღლები, მაღაზიაში შევიდნენ, ბატონს თუ ასე ეშინია საერთოდ რატომ მოდის?!" 
  • "კარგი არაფერი გაუკეთებია, თუ ასეთი მაგარი კაცია, გამოვიდეს აკვარიუმიდან, ყველა შეხვდება. მას ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია" - ამბობენ ზუგდიდელები. 

მსგავსი სიახლეები