წყარო: პრეზიდენტს ნიკა გილაურთან მის ტექნიკურ პრემიერად დასახელებაზე საუბარი არ ჰქონია

15.10.24 15:51
წყარო: პრეზიდენტს ნიკა გილაურთან მის ტექნიკურ პრემიერად დასახელებაზე საუბარი არ ჰქონია

"საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გილაურთან მის ტექნიკურ პრემიერად დასახელებაზე საუბარი არ ჰქონია" - ამის შესახებ "პირველებს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. 

"პირველების" ინფორმაციით, ნიკა გილაურმა  პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონკრეტული ხედვა და რეფორმების გეგმა გააცნო, რომელიც გილაურის დაფუძნებულმა არასამთავროო ორგანიზაციამ რეფორმატიკმა მოამზადა. ამ გეგმის პრეზენტაცია თბილისში ხუთ ოქტომბერს შედგა.

"შეხვედრა ადრე იყო დაგეგმილი, თუმცა რამდენიმეჯერ პრეზიდენტის გრაფიკის გამო გადაიდო"  - უთხრა წყარომ "პირველებს". 

ინფორმაცია, პრეზიდენტსა და ნიკა გილაურს შორის გამართული შეხვედრის შესახებ, "კურიერმა" დღეს, 15 ოქტომბერს გაავრცელა, არხის მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი ნიკა გილაურია.
 

მსგავსი სიახლეები