წინასაარჩევნო დარღვევები - გიორგი სიორიძე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირებას მოითხოვს

15.10.24 17:31
წინასაარჩევნო დარღვევები - გიორგი სიორიძე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირებას მოითხოვს

წინასაარჩევნო დარღვევები - "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ცესკოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, წინასაარჩევნოდ დაშინებას, შანტაჟს და მოსყიდვას აქვს ადგილი.

მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე იწყებს. ოპოზიციონერი, წინასაარჩევნო დარღვევებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მწვავე რეაგირება მოითხოვს.

არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენა ყოველთვის იწყებოდა ხოლმე არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე. თვეების წინ დაიწყო ხელისუფლებამ ამისთვის მზადება. ვართ მომსწრენი იმ საშინელი პრაქტიკისა, რომელიც სამწუხაროდ, სამი ათწლეულია უკვე საქართველოში არსებობს არჩევნებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ დაშინებას, შანტაჟს, მოსყიდვას. ხელისუფლებების ხელწერა, სამწუხაროდ არ იცვლება და ამ ყველაფერზე უნდა არსებობდეს ძალიან მწვავე რეაგირება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან", - განაცხადა სიორიძემ. 

ამომრჩევლის მოსყიდვა და შეცდომაში შეყვანა - "სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში "ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან იმ კანონდარღვევებზე საუბრობს, რომლებსაც ისინი ხმების მობილიზებისთვის ახორციელებენ.

საუბარია ამომრჩევლების პირადი ინფორმაციის მათთვის გადაცემის მოთხოვნაზე, ასევე საჯარო და კერძო დაწესებულებებში მმართველი პარტიის მხარდამჭერთა სიების შედგენასა და მოქალაქეების პროდუქტებით და საწვავის ტალონებით მოსყიდვაზე. 

ორგანიზაცია ასევე წერს, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანასაც, თითქოს არჩევნების დღეს გამოყენებული ელექტრონული აპარატების მეშვეობით ისინი გაიგებენ, თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას ესა თუ ის მოქალაქე. 

მსგავსი სიახლეები