ბიძინა ივანიშვილის მოსასმენად ხალხი ფოთიდან ზუგდიდში მიკროავტობუსებით მიჰყავთ
ბიძინა ივანიშვილის მოსასმენად ხალხი ფოთიდან ზუგდიდში მიკროავტობუსებით მიჰყავთ - მტკიცებულებები დღეს იმ მასწავლებლებმა გაასაჯაროეს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინება მათ "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის, ზაალ კვინჩიასგან მიიღეს.
სქრინებში, რომლებიც მოქალაქეები ავრცელებენ ჩანს, რომ სმს-ის ავტორი ადრესატებს იუსტიციის სახლთან შეკრებისკენ მოუწოდებს. პედაგოგები, რომლებმაც პარტიული დავალებების შესრულებაზე უარი თქვეს, ამბობენ, რომ ვინც წასვლას გადაწყვეტს, მათ უფასოდ მგზავრობას და 10 ლარის გადახდას დაპირდნენ.
"პირველები" ზაალ კვინჩიას იმ ნომერზე დაუკავშირდა, საიდანაც პედაგოგებს სმს-ები გაეგზავნათ, თუმცა მას შემდეგ, რაც დეპუტატმა გაიგო, რომ სქრინებმა გამოჟონა, მან საკუთარი ვინაობა უარყო, თქვა, რომ სხვა პიროვნებაა და" ქართული ოცნების" დეპუტატთან არანაირი შეხება არ აქვს.
"ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ზუგდიდში ჩასვლამდე ქალაქი პრაქტიკულად პარალიზებულია. ამოწმებენ ყველა შენობას და სახურავს, სცენასთან მიახლოება კი აკრძალული აქვს ყველას იქამდე ვიდრე ტრიბუნას ბიძინა ივანიშვილი არ დაიკავებს და მიმართვა არ დაასრულებს.
სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ვიდეოც, სადაც ტაშის რეპეტიციაა ასახული.