ნადირობა პირადობებზე - მოპოვებულია ახალი ფაქტები
"ოცნებას" წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების პირად მონაცემებზე ნადირობა აქვს გამოცხადებული. საჯარო მოხელების საგანგებო თათბირზე, სადაც ამომრჩევლების გადაბირების და მათ სავარაუდო მოსყიდვის გეგმაზე მსჯელოდნენ, მოულოდნელად ოპოზიციონერი დეპუტატი აღმოჩნდა. მაგიდაზე იმ ადამიანების სიები იყო, ვინც "ოცნებას" ხმას არ აძლევს, საჯარო მოხელეები კი მსჯელობდნენ, როგორ უნდა გადაებირებინათ ისინი.
სიები გადამალეს. როგორც კი ოპოზიციამ საჯარო მოხელეებს შეახსენა, რომ კანონს არღვევდნენ და ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულია, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ.
დანაშაულებრივი ფაქტები აღარ იმალება. მოქალაქეები ყველაფერს კამერებთან უკვე საჯაროდ ყვებიან. ცნობილია კონრეტული პირები, ვინც მეზობლებს ატერორებენ, პირადობის მოწმობებს ართმევენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას როგორმე დაეხმარონ.
დამარცხების ზღვარზე მყოფმა "ოცნებამ" დანაშაულებრივ სქემაში ძალოვანი უწყების თანამშრომლებიც ჩართო. იდენტიფიცირებულია თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომლის დაც სამეზობლოში კარდაკარ დადის და პირად მონაცემებს ითხოვს იმ მოტივით, რომ მის ძმას სჭირდება.
პერსონალური მონაცემების შეგროვება კანონდარღვევაა, მაგრამ დანაშაულზე არავინ რეაგირებს. ახლა მთელი სახელმწიფო სისტემა იმაზე მუშაობს, რა მეთოდით გადაიბირონ ისინი, ვინც ოცნების ამომრჩეველი არ არის.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.