ტალონები პროდუქტებზე და ნასამართლეობის გაუქმება - "ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვაშია ბრალდებული
არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ "ქართული ოცნება" ამორჩეველზე ზეწოლის მიზნით, კანონით აკრძალულ მეთოდებს იყენებს. "სამართლიანმა არჩევნებმა" დაშინების და მოსყიდვის ათობით ფაქტი გამოავლინა. ივანიშვილის პარტია მოქალაქეებს ჰპირდება, რომ "ოცნებისთვის" მიცემული ხმის სანაცვლოდ, ნასამართლეობას გაუუქმებენ და საბუთებს გაუსუფთავებენ.
თბილისში, ზუგდიდში, ბორჯომში და მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე დაფიქსირებულია მოსყიდვის შემთხვევები. ხმების სანაცვლოდ "ქართული ოცნების" აქტივისტები არიგებენ საწვავის ტალონებს და პროდუქტებს. როცა არც დაშინება და არც მოსყიდვა ჭრის, "ოცნების" აქტივისტები ამომრჩეველს ატყუებენ, რომ ელექტრონული აპარატებით გაიგებენ, ვის მისცეს ხმა. ეს ფაქტები "სამართლიან არჩევნებს" ანონიმურად მიაწოდეს.
ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა საგამოძიებო უწყებები დუმილის რეჟიმში რჩებიან.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.