ივანიშვილის გამო პარალიზებული ზუგდიდი - რა პასუხი მიიღო "ოცნებამ" მეგრელებისგან

15.10.24 20:07
ივანიშვილის გამო პარალიზებული ზუგდიდი - რა პასუხი მიიღო "ოცნებამ" მეგრელებისგან

 

 

"ქართული ოცნება" პარტიულ ღონისძიებზე ხალხის მხარდაჭერის იმიტაციას ჩაწერილი ტაშებით და შეძახილებით ახდენს. აქცია რომ ხალხმრავალი გამოჩნდეს, "ოცნების" ღონისძიებზე საჯარო მოხლეები იძულებით მიჰყვათ. იმის გამო, რომ მათი სოლიდარობის იმედი არ აქვთ, წინასწარ წერენ ტაშის ხმას და შეძახილებს "გაუმარჯოს".  

ზუგდიდში ოლიგარქის დასახვედრად მზადებამ ხალხისთვის ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. მეოთხე დღეა ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ცენტრალური მოედანი და ქუჩები ჩაკეტილია, კინოლოგები მიმდებარე პერიმეტრზე არსებულ სავაჭრო ობიექტებს ამოწმებენ და სნაიპერები შენობების სახურავებზე ჰყავთ განლაგებული.

გადაკეტილმა ქუჩებმა ზუგდიდელები შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დატოვა. სავაჭრო ობიექტებში მეოთხე დღეა ხალხი აღარ დადის. ფუნქციის გარეშე დარჩა სილამაზის სალონებიც. მძიმე სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეები ოლიგარქს ურჩევენ, შუშის აკვარიუმით სიარულის ნაცვლად ხალხს დაელაპარაკოს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები