დემოკრატიული უკუსვლა და არჩევნებში "ოცნებისგან" მომდინარე სააფრთხეები - ლუქსმებურგში საქართველოს საკითხი განიხილეს

15.10.24 20:18
დემოკრატიული უკუსვლა და არჩევნებში "ოცნებისგან" მომდინარე სააფრთხეები - ლუქსმებურგში საქართველოს საკითხი განიხილეს

 

 

კახა კალაძის მიერ პერსონალური შეურაცხყოფის შემდეგ გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში დაგეგმილ სხდომაზე საქართველოზე სამსჯელოდ მივიდა. ზოგადსაქმეთა საბჭოში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული პოლიტიკის საკითხი სწორედ გერმანელმა მაღალჩინოსანმა წამოაყენა. ბერლინი ივანიშვილის პარტიას ქართველი ხალხის გამხმოვანებლად აღარ მიიჩნევს და 26 ოქტომბრამდე ორი კვირით ადრე აფრთხილებს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩაატაროს. 

ანა ლიურმანი ხელისუფლების მთავარი სამიზნე მისი კრიტიკული პოზიციის გამო გახდა.  გერმანია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თქვა, რომ ასეთ პირობებში ქვეყანა საქართველოსთვის მოლაპარაკების გახსნას არ დაეთანხმება, ბუნდესტაგი კი ერთ-ერთი პირველი პარლამენტია, სადაც "ოცნებისადმი" კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. ამიტომ, ახლა ბერლინი თავდასხმის მთავარი ობიექტია. ქვეყნის მთავრობის წევრს კახა კალაძემ შეურაცხყოფა მიაყენა და "კუბილიუსი კაბაში" უწოდა. თავდასხის მოგერიება პიტერ ფიშერს მოუწია, რომელმაც კალაძეს მიანიშნა, რომ ეს მისი "პოლიტიკური ავტოგოლი" იყო. 

დახურული სხდომის დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ამ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში არსებული დემოკრატიული უკუსვლა და მოახლოებულ არჩევნებში ხელისუფლებისგან მომდინარე საფრთხეები განიხილეს. გერმანიამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა პარტნიორ სახელმწიფოებს მოუწოდეს, შეერთებოდნენ რეზოლუციას, სადაც დასავლეთი ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკას აკრიტიკებს და ქართველი ხალხის გვერდით დგება.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები