"ივანიშვილის ხელისუფლებას ქვეყანა ავტოკრატიის გზაზე მიჰყავს" - მძიმე გზავნილები ევროკავშირიდან

15.10.24 20:23
"ივანიშვილის ხელისუფლებას ქვეყანა ავტოკრატიის გზაზე მიჰყავს" - მძიმე გზავნილები ევროკავშირიდან

 

 

"ივანიშვილის ხელისუფლებას ქვეყანა ავტოკრატიის გზაზე მიჰყავს" - ეს განცხადება ევროკაშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ლუქსმებურგში ევროკავშირის მინისტერიალის დასასრულს გააკეთა. ასეთი მძიმე განცხადება ჯოზეფ ბორელს არასდროს გაუკეთებია. ევროპელი მინისტრები 8 საათიანი მსჯელობის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ "ოცნების" წინაასაარჩევნო დაპირებები და მუქარა ოპოზიციის  გაუქმების შესახებ ევროკავშირის გზიდან გადახვევას ნიშნავს.

ევროკავშირში საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმდნენ, რომ "ოცნებას" არჩევნებამდე დააცდიან და თუ საპარლამენტო არჩევნები არ იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე, უფრო მძიმე რეაქცია ექნებათ. ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" წყარომ უთხრა, არჩევნების შეფასებისთვის კი მთავარი სახელმძღვანელო დამკვირვებლებთან ერთად პრეზიდენტის პოზიცია იქნება. 

შეერთებული შტატების და ევროკაშირის შემდეგ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შემცირებს გადაწყვეტილება მიიღო დიდმა ბრიტანეთმაც. პირველად პარტნიორობის მანძილზე ბრიტანეთმა საქართველოსთან უერთიერთობები გაყინა. დაპაუზდა უორდროპის დიალოგ , თავდაცვის და კიბერუსაფრთხოების სფეროში დადგეგმილიი პროგრამები. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები