ცესკო უკრაინაში საარჩევნო უბნებს არ ხსნის

15.10.24 20:36
ცესკო უკრაინაში საარჩევნო უბნებს არ ხსნის

 

 

ცესკო უკრაინაში საარჩევნო უბნებს არ ხსნის და ამ ფორმით ქართველ მებრძოლებს  ბლოკავს. ოფიცილური მიზეზი, რის გამოც უკრიანაში საარჩევნო უბნები არ გახსნეს - ომია. არადა, საელჩო და საქართველოს საკონსულო კიევში ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. საქართველოს ხელისუფლებას უკრაინაში, მინიმუმ, სამი საარჩევნო უბნის გახსნა შეეძლო. კიევში, სადაც საელჩოა, ოდესაში, სადაც გენერალური საკონსულოა და ლვოვში, სადაც ასევე მუშაობს გენერალური საკონსულო. 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სრულ პასუხისმგებლობას საგარეო საქმეთა სამინისტროს აკისრებენ. ამბობენ, რომ ცესკო საზღვარგარეთ საარჩევნო  უბნებს ხნის მაშინ,  როდესაც შესამისი უწყებისგან დასტური აქვს. ამ შემთხვევაში, საარჩევნო კომისიამ საგარეო საქმეთა სამინსიტროსგან მიიღო რეკომენდაცია, რომ უკრაინის ტერიტორიააზე საარჩევნო უბანი არ გახსნას.  

ჯარისკაცები, ვინც 26 ოქტომბრის არჩევნებს დიდი ხანია ელოდებიან, ამბობენ, რომ ივანიშვილის მთავრობამ მათი განეიტრალება პოლიტიკური ნიშნით გადაწყვიტა. ჯარისკაცების არჩევანი, დიდი ალბათობით, ოლიგარქის გუნდი არ არის.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები