ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერი ევროდეპუტატი მოსკოვში ბოდიშის მოსახდელად ჩავიდა - ოპოზიცია რუსულ დავალებაზე საუბრობს

15.10.24 20:40
ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერი ევროდეპუტატი მოსკოვში ბოდიშის მოსახდელად ჩავიდა - ოპოზიცია რუსულ დავალებაზე საუბრობს

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი პრორუსი ევროპარლამენტარი მოსკოვში ბოდიშის მოსახდელად ჩავიდა. სლოვაკი დეპუტატი 720 კაციან ევროპარლამენტში იმ რამდენიმე დეპუტატს შორის არის, ვინც "ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს. "ქართული ოცნების" მოკავშირემ წითელ მოედანზე ჩაწერილი 4 წუთიან ვიდეო თავად გაავრცელა. 

პრორუსი ევროპარლამენტარი უკრაინის დახმარების გამო ევროკავშირს ღიად აკრიტიკებს. ის იმ ხუთეულში იყო, ვინც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვის დროს "ქართულ ოცნებას" გამოექომაგა.

საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულ "ქართულ ოცნებას" მოკავშირედ ევროპარლამენტში რამდენიმე პრორუსი დეპუტატი შემორჩა. მას შემდეგ, რაც ივანიშვილს პარტიის პარტნიორი მოსკოვში ბოდიშის მოსახდელად ჩავიდა, ოპოზიცია საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ოლიგარქის მიერ ოკუპატებისთვის ბოდიშის მოხდის დაანონსებაც რუსული დავალება იყო.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები