"ძლიერმა საქართველომ" "განათლების დეკლარაციას" მოაწერა ხელი - რას ითვალისწინებს მანიფესტი

15.10.24 20:44
"ძლიერმა საქართველომ" "განათლების დეკლარაციას" მოაწერა ხელი - რას ითვალისწინებს მანიფესტი

 

 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა დღეს “განათლების დეკლარაციას” ხელი მოაწერეს. ეს არის მანიფესტი, რომლის თანახმადაც, კოალიცია დებს პირობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განათლების სისტემას პოლიტიკური გავლენებისგან გაათავისუფლებენ, სკოლების და სკოლაში დასაქმებული ათი ათასობით ადამიანის გამოყენება კი საარჩევნო მიზნებისთვის წარსულს ჩაბარდება. პარტიის ლიდერები ამბობენ, მხოლოდ თავისუფალ მასწავლებლებს შეუძლიათ თავისუფალი თაობის აღზრდა.

განათლებაზე მომუშავე ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ სფეროს განვითარების მთავარი შემაფერხებელ ფაქტორი სწორედ განათლების სისტემის ერთი პარტიის ინტერესებისთვის გამოყენებაა. "ქართული ოცნება" უკვე წლებია პედაგოგებს პარტიული დავალებების შესრულებას აიძულებს, პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს დირექტორებს და მასწავლებლებს, რაც ქვეყნაში 26 ოქტომბერის შემდეგ უნდა დასრულდეს. 

განათლების სისტემის დეპოლიტიზირების გარდა დღეს "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა იმსჯელს სკოლაში უფასო კვების პროგრამის დანერგვაზეც. განათლების სფეროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პედაგოგების დაბალი ანაზღაურებაც რჩება. კოალიცია "ძლიერ საქართველოში" ამბობენ, რომ 26 ოექტომებრს მათ გამარჯვების შემდეგ ეს საკითხები ძალიან სწრაფად მოგვარდება. 

კოალიცია "ძლიერი საქართველო" პირველი პარტიაა, რომელმაც განათლების საკითხებზე მომუშავე 5 საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ შექმნილ „განათლების დეკლარაციას” ხელი მოაწერა.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები