ევროპული საბჭოს შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ვითარებას “განსაკუთრებული ყურადღება” დაეთმობა - იანოს ბოკა
უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი, იანოს ბოკა აცხადებს, რომ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე იმსჯელეს.
მისი თქმით, სხდომის მიმდინარეობისას საქართველოს საკითხი გერმანიამ წამოჭრა.
გერმანიამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საკითხი წამოაყენა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება რეგიონის სტაბილურობასა და დემოკრატიული მისწრაფებებისადმი”, - განაცხადა ბოკამ.
მისივე თქმით, ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში 17-18 ოქტომბერს გაიმართება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების მხრიდან “განსაკუთრებული ყურადღება” საქართველოში არსებულ ვითარებას დაეთმობა.