ივანიშვილი ამტკიცებს, რომ მათი პროგრამა იმდენად "შთამბეჭდავია", რომ "მტრებს თვალებს უბრმავებს"
ჩვენი ქვეყნის პრემიერმა 7 ოქტომბერს საზოგადოებას წარუდგინა ჩვენი გუნდის პროგრამა, რომელიც იმდენად შთამბეჭდავია, საქართველოს მტრებს თვალებს უბრმავებს და მოსვენებას უკარგავს, მოყვარეს კი უზომოდ ახარებს არსებული მიღწევები და კიდევ უფრო დიდი, მაგრამ ამავე დროს, რეალისტური გეგმები“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, “ოცნების“ მიერ გაკაეთებულ საქმეებზე საუბრის დაწყებისთანავე ოპონენტები ცდილობენ სიკეთეს ბოროტება დაარქვან.
როდესაც ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებზე ვსაუბრობთ, ოპონენტები მყისვე პარალელური რეალობის შექმნას იწყებენ და მათი ცნობილი ხელწერით ცდილობენ, შენებას ნგრევა, ხოლო სიკეთეს ბოროტება დაარქვან, მაგრამ ვეღარაფერს ამბობენ მაშინ, როცა ჩვენ საქმეებს საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციები თავიანთი რეიტინგებით ამყარებენ და ადასტურებენ. აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგზე გავამახვილე ყურადღება, რომელშიც საქართველო უპირობო ლიდერია და თქვენც მინდა გაგაცნოთ საქართველოს წარმატების საერთაშორისო დადასტურება, - განაცხადა ივანიშვილმა.