ივანიშვილს თეორიული კოალიციური პარტნიორიც კი არ ჰყავს - თინა ბოკუჩავა

15.10.24 22:10
 ივანიშვილს თეორიული კოალიციური პარტნიორიც კი არ ჰყავს - თინა ბოკუჩავა

ოპოზიციონერები, ღიად აცხადებენ, რომ ისინი არ შეუქმნიან მთავრობას ბიძინა ივანიშვილს, შესაბამისად, ივანიშვილს თეორიული კოალიციური პარტნიორიც კი არ ჰყავს“, - ამის შესახებ “ერთიანობა-ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, იმისთვის, რომ “ივანიშვილმა შეძლოს მთავრობის ფორმირება, სჭირდება ძალიან დიდი შედეგი, რაც შეუძლებელია.“

იმისთვის, რომ ივანიშვილმა თეორიულად შეძლოს მთავრობის ფორმირება, სჭირდება ძალიან დიდი შედეგი, საარჩევნო-პროპორციულ ნაწილში, რაც არის შეუძლებელი. ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება, ნებისმიერი სხვა არჩევნებისგან, რომელსაც ივანიშვილი იგებდა, სწორედ, მაჟორიტარული სისტემის გამოყენებით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავა არჩევნების შესაძლო გაყალბების თემაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ივანიშვილს გაუჭირდება გაყალბების პროცესი.

რაც შეეხება გაყალბების ნაწილს, ელექტრონული სისტემა, თავიდან ბოლომდე, არის მნიშვნელოვანი გარანტი იმისთვის, რომ ივანიშვილს გაუჭირდეს გაყალბების პროცესი, მათ შორის, რომ დამკვირვებლების თემაზე. მას მოუწია უკან დახევა, საზოგადოებას ახსოვს, რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს, სინამდვილეში, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტის გამოყენებით, როგორ ცდილობდა, ივანიშვილი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობისთვის ხელი შეეშალა, არჩევნების დღეს, შეეზღუდა, ვგულისხმობ, "საერთაშორისო გამჭვირვალობას", -დასძინა მან.

მსგავსი სიახლეები