“ქართული ოცნება“ არც ისე გემრიელი ლუკმა დარჩა საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირიქით - კუპრაძე

15.10.24 22:28
“ქართული ოცნება“ არც ისე გემრიელი ლუკმა დარჩა საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირიქით - კუპრაძე

“ქართული ოცნება“ არც ისე გემრიელი ლუკმა დარჩა საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირიქით მოიტანა სიღარიბე, უთანასწორობა, კრიმინალი, კორუფცია და დაუსრულებელი ემიგრაცია - ამის შესახებ  კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძის თქმით, სოფლები იცლება, თუმცა ამომრჩეველთა რაოდენობა ემატება, რაც დარღვევებზე მიუთითებს.

ჩვენ მრვალი დარღვევა აღმოვაჩინეთ, კავშირზე ვართ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან. აღმოვაჩინეთ დანაშაულებრივი სქემები, რომელბსაც ჩვენ მიყვებით და გამოვააშკარავებთ.  ყველა მოქალაქის ხმა იქნება დაცული და აცუულებლად კონფიდენციალური და ჩვენ ამისთვის აათასობით დამკვირვებლები გვყავს, რომ ყველაფერი ჩატარდეს სამართლიანად“ ,- განაცხადა კუპრაძემ.

მსგავსი სიახლეები