"ივანიშვილი სასოწარკვეთილია და ხედავს, რომ გარდაუვალია მისი მარცხი არჩევნებზე" - თინა ბოკუჩავა
“ერთიანობა- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი,თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ “ბიძინა ივანიშვილი სასოწარკვეთილია, რადგან ხედავს, რომ მისი საარჩევნო მარცხი გარდაუვალია.“
ბოკუჩავა ამბობს, რომ ივანიშვილმა თავის ანტიდასავლური პოლიტიკითა და ნაბიჯებით საპარალემტნო არჩევნები რეფერენდუმად აქცია.
ოპოზიციონერი ლიდერი საზოგადოებას არჩევნებზე მობილიზებისკენ და საკუთარი პოზიციის დაფისქირებისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ სხვა პარტიებთან ეცდება, ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ევროპული არჩევანი დაიცვას.
ივანიშვილი სასოწარკვეთილია და ხედავს, რომ გარდაუვალია მისი საარჩევნო მარცხი, 26 ოქტომბრის, ისტორიულ, არჩევნებზე, რომელიც თავად მან, თავის ანტიდასავლური პოლიტიკითა და ნაბიჯებით რეფერენდუმად აქცია, ევროპულ კეთილდღეობასა და სიღატაკეს-იზოლაციას შორის, ამ არჩევნებზე, მიმართავს ყველა ზომას, მათს შორის, "კანონიერი ქურდების" ჩართვას, სამეგრელოში, კონკრეტულად, ზუგდიდში, სადაც აბსურდული სიტყვით გამოვიდა ივანიშვილი.
ამ ყველაფრის ცვლილების შესაძლებლობა არის 26 ოქტომბრის არჩევნები და, მთავარია, დანარჩენი 10 დღე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. რა იქნება ეს არჩევანი, ძალიან, ცხადია, ამას ვხედავ ყოველდღიურად, იქნება ეს თბილისში მცხეთასა თუ კახეთში, ყველგან, სადაც ჩვენ და ჩვენი ლიდერები ჩავდივართ, სადაც, ყოველდღიურად, ათასობით ადამიანს ხვდება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა". ჩვენი კამპანია აქტიურ ფაზაშია გადასული და მკაფიოა ის, რომ ამ არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილი მარცხდება. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, რომ აქტივობა იყოს უპრეცენდენტოთ მაღალი, რომ არცერთი საქართველოს მოქალაქე სახლში არ დარჩეს და შემდეგ პარტიებმა, ერთიანი ძალისხმევით, დავიცვათ, ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ევროპული არჩევანი“, - განაცხადა ბოკუჩავამ “რეაქციაში“.