"EU-ს წევრობა საუკეთესო იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის" - ფიშერი

16.10.24 10:25
"EU-ს წევრობა საუკეთესო იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის" - ფიშერი

"EU-ს წევრობა საუკეთესო იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის"  - ამის შესახებ, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს. 

ფიშერის თქმით, ჯერ ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს სურს თუ არა ევროკავშირის წევრობა.

"გერმანიის ბიზნეს ასოციაციაში მე ვთქვი, რომ ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება. მე ასევე აღვნიშნე საქართველოსთვის არსებული ეკონომიკური რისკები: FX, საკრედიტო რეიტინგი, შეღავათიანი ფინანსები, FDI, ვაჭრობა, ტურიზმი და ემიგრაცია," - წერს ფიშერი.

მსგავსი სიახლეები