სუს-ის სკანდალური განცხადება - რას ამბობს კობახიძე

16.10.24 10:50
სუს-ის სკანდალური განცხადება - რას ამბობს კობახიძე

პრემიერ-მინისტრი უცხოელ პარტნიორებს ისევ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს. საქმე სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხება, სადაც უწყება ამტკიცებს, რომ კონკრეტული ჯგუფები წინასაარჩევნოდ ხელისუფლების წარმომადგენლების  ფალსიფიცირებული აუდიო და ვიედო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, რომლის მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა.

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მსგავსი ფაქტები არჩევნებზე ნეგატიურ გავლენას ვერ იქონიებს და სუსს კარგი მუშაობისთვის მადლობას უხდის. 

პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომლებსაც არ უნდათ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. საქმე ეხება როგორც ქვეყნის გარეთ მოქმედ ძალებს, ასევე  ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებს. იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველი, თუმცა მე მგონია, რომ ასეთ აქტებს ვერ იქნება გავლენა არჩევნების შედეგებზე, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არიან ფხიზლად. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგენს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, - ამბობს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები