"ქართული ოცნების" ოფისიდან ახალმა სკანდალურმა დოკუმენტებმა გამოჟონა

16.10.24 10:58
"ქართული ოცნების" ოფისიდან ახალმა სკანდალურმა დოკუმენტებმა გამოჟონა

"ქართული ოცნების" ოფისიდან ახალმა სკანდალურმა დოკუმენტებმა გამოჟონა. გაზეთ „ბათუმელების„ ჟურნალისტებმა დაადგინეს, რა მეთოდებს იყენებს ხელისუფლება ამომრჩეველზე ზეწოლისთვის და მათ გადასაბარებლად.

ირკვევა, რომ პარტიის ხელშია მოქალაქეების ყველა ის პერსონალური მონაცემები, რომელიც განსაკუთრებული წესით უნდა იყოს დაცული. 

  • მაგალითად: ნარკოტიკებზე ხარ დამოკიდებული, ან ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს? რა ბიზნესს ეწევი? რამდენად სცემ პატივს „ავტორიტეტებს“? რომელი პარტიის მხარდამჭერი ხარ? ოპერაცია ხომ არ გაგიკეთებია ან რამე ბიზნესიდეა ხომ არ დაგიფინანსა სახელმწიფომ? 

ბათუმელები წერს, რომ მონაცემები, რასაც მმართველი პარტია აგროვებს და ამუშავებს, მკაცრად არის დაცული პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონით და მას მხოლოდ სახელმწიფო უწყებები უნდა ფლობდნენ.

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტები ცხადყოფს, რომ მმართველ პარტიას მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს აწვდიან იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროები. სწორედ ეს სამინისტროები არიან იმ ტიპის მონაცემთა შეგროვება-შენახვასა და დამუშავებაზე პასუხისმგებელნი, რასაც მმართველი პარტიის ოფისები ამომრჩეველთა ინდივიდუალური და მასობრივი პროფილირებისთვის იყენებენ.

ამასთან ერთად, „ოცნებას“ აინტერესებს თქვენი პოლიტიკური გემოვნება და ბოლო წლებში არჩევნებზე აქტივობის ტენდენციაც.

ეს ყველაფერი არაა - სქემის მასშტაბის საჩვენებლად „ბათუმელებმა“ შეისწავლა ერთი რეგიონის ამომრჩეველთა შესახებ შექმნილი მონაცემთა ბაზა. დეტალები ნახეთ აქ.

მსგავსი სიახლეები