მწვავე გზავნილები EU-დან - კობახიძე ამტკიცებს, რომ სტრატეგიული პარტნიორების განცხადებები "დროებითია"
ჯოზეფ ბორელის მიერ "ქართული ოცნების" მიმასამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადების შემდეგ, საქართველოს პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ "ყველაფერი დროებითია". ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ევროკავშირთანაც და აშშ-თანაც ურთიერთობების მას შემედგ გადაიტვირთება, რაც საქართველოში არჩევნები ჩაივლის, ხოლო უკრაინაში ომი დასრულდება.
ეს განცხადებები არის დროებითი. მეორე, რაც შეეხება არჩევნების ტესტს, ტესტს ჩააბარებს საქართველო კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, რომლებსაც ძალიან უჭირთ ასეთი ტესტების ჩაბარება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთი განცხადებები არის აბსოლუტურად დროებითი, ჩაივლის ეს არჩევნები, ჩაივლის სხვა პროცესები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-თან, - ამბობს კობახიძე.
ევროკავშირის უმაღლესის წარმომადგენელის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მმართველი პარტიის ქმედებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს, რაც ავტორიტარიზმისკენ გადასვლაა.