კიდევ ერთი გაფრთხილება სახდეპიდან - კობახიძეს იერიში ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებზე მიაქვს

16.10.24 11:34
კიდევ ერთი გაფრთხილება სახდეპიდან - კობახიძეს იერიში ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებზე მიაქვს

სახდეპის კიდევ ერთი გაფრთხილება - ირაკლი კობახიძეს იერიში ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებზე მიაქვს და ამტკიცებს, რომ ისინი სიყალბეზე დაფუძნებულ ანგარიშებს აქვეყნებენ.

პრემიერი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, არჩევნები ობიექტურად შეაფასონ.

ქვეყნდება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების, აბსოლუტურად სიყალბეზე დაფუძნებული ანგარიშები. ისინი აგრძელებენ იმ ტრადიციას, რომელიც განსაკუთრებულად მძაფრად გამოიკვეთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ამ ორგანიზაციებმა გააყალბეს ე.წ. PVT პარალელური ხმის დათვლის შედეგები, გააყალბეს სხვა მონაცემები ზედმეტობებთან დაკავშირებით, შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და იგივე სულისკვეთებით მოქმედებენ ახლაც. ასეთ პირობებში, როდესაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი NGO-ები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები", - განაცხადა პრემიერმა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი "ოცნებას" კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ აშშ საქართველოში მიმდინარე არჩევნებს "ახლოდან დააკვირდება".

 

მსგავსი სიახლეები