პრემიერი ამტკიცებს, რომ სანქციები კონტრპროდუქტიულია
საქართველოს პრემიერი ირწმუნება, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები არ მუშაობს და კონტრპროდუქტიულია.
ირაკლი კობახიძე სტრატეგიულ პარტნიორებს აფრთხილებს და ამბობს, რომ "შესაბამის ძალებს", რომელიც სანქციების გადაწყვეტილებას მიიღებენ, საკუთარი ქმედებები "უკან შეუბრუნდებათ".
„სანქციები, თქვენ ხედავთ, რომ არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს თეორიულად სანქციებზე, პრაგმატულად იმოქმედებს და არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომლებიც პირიქით უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს. ასეთი განცხადებები არის დროებითი“, - განაცხადა კობახიძემ.