საჯარო მოხელეები "პირველებს" უდასტურებენ, რომ ზუგდიდში "ოცნების" ღონისძიებაზე საგანგებოდ ჩაიყვანეს
"ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ხალხი ზუგდიდში გამართული პარტიული ღონისძიებიდანაც გაექცა. მოქალაქეები, რომლებსაც "პირველები" საუბრა, არ მალავდნენ, რომ ზუგდიდში სხვა დასხვა ქალაქებიდან ჩაიყვანეს და ეს საკითხი მერიებმა დააორგანიზეს. ადამიანები, რომლებმაც ღონისძიება ჯერ კიდევ ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის დროს დატოვეს, ადასტურებენ, რომ საჯარო მოხელეები არიან.
სკოლაში ვმუშაობ
ხობიდან ჩამოვედი, მარშრუტკით
ჩხოროწყუდან ჩამოვედი, ერთი 20 "მარშრუტკა" წამოვიდა
დასუფთავებაში ვმუშაობ
ფოთიდან ჩამოვედი
მარტვილიდან ჩამოვედი, - ამბობდნენ მოქალაქეები.