"ფაშისტური ანტიქართული ოცნება" - საპროტესტო ბანერი "ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე
"ფაშისტური ანტიქართული ოცნება" - ზუგდიდში "ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე აქტივისტებმა საპროტესტო ბანერი გაშალეს. ვიდრე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას დაიწყებოდა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები აქტივისტს თავს დაესხნენ და ბანერი წაართვეს.
„ქართული ოცნება“ თავისი არსით არის ავტორიტარული, ფაშისტური, ჰომოფობიური, ანტიქართული რეჟიმი, რომელიც ატარებს ღიად პრორუსულ პოლიტიკას საქართველოში. იმედია, აბსოლუტურად ყველანი წავალთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გადავირჩევთ ამ მთავრობას. ვიბრძოლებთ ნამდვილი, თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გარეშე, - თქვა ზუგდიდში აქტივისტმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდში "ოცნების" წინასაარცევნო პარტიული ღონისძიება გაიმართა. წინა შეხვედრების მსგავსად, მოქალაქეები ივანიშვილს ამ ღონისძიებიდანაც გაექცნენ.