კობახიძე ამტკიცებს, რომ წინასაარჩევნოდ "სიებით სიარული ნორმალური მოვლენაა"

16.10.24 11:40
კობახიძე ამტკიცებს, რომ წინასაარჩევნოდ "სიებით სიარული ნორმალური მოვლენაა"

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ წინასაარჩევნოდ "სიებით სიარული ნორმალური მოვლენაა". ქვეყნის პრემიერის თქმით, ამომრჩევლების მობილიზება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა.

სიებით სიარული, ეს არის ნორმალური მოვლენა, რაც ხდება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ამომრჩევლების მობილიზება არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია. რა შუაშია, პასპორტების წარდგენა, ასეთი ყალბი ინფორმაცია, ხომ ყველა არჩევნებზე ვრცელდებოდა და მერე ვერცერთ მტკიცებულებას ვერ წარადგენდნენ ხოლმე შესაბამისი ენჯეოები", - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები