ვერავის ვერ ეცოდინება ვის მივეცით ხმა... ნუ გეშინიათ, ესენი უკვე საშიშები აღარ არიან - გიორგი გახარია

16.10.24 11:55
ვერავის ვერ ეცოდინება ვის მივეცით ხმა... ნუ გეშინიათ, ესენი უკვე საშიშები აღარ არიან - გიორგი გახარია

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია მოსახლეობას მოუწოდებს ხმა თავისუფლად, შიშის გარეშე მისცენ, რადგან მათ მიერ მიცემული ხმის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებს.

გახარიას თქმით, "ოცნება" უკვე ვეღარავის ვეღარ შეაშინებს და რომ პოლიციის, სუს-ის, ქართული ჯარის უმრავლესობა ფიქრობს ზუსტად ისე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქეები.

ვერავის ვერ ეცოდინება ვის მივეცით ხმა. ვერავინ ვერაფერს ვერ გვეტყვის, თუ უბრალოდ, კანონის დამრღვევებს, რომლებიც ითხოვენ პირადობის მოწმობას, უბრალოდ შევატყობინებთ შესაბამის უწყებას, ან ხმამაღლა მედიას ვეტყვით და შესაბამისი რეაგირება გვექნება, ვერავინ ვერაფერს ვერ იზამს. ნუ გეშინიათ, ესენი უკვე საშიშები აღარ არიან. ამათი ფეხის ბაკუნის არ უნდა ეშინოდეს არავის. მე მესმის, რომ იქ პოლიცია, იქ სუს-ი, მაგრამ იცოდეთ, რომ პოლიციის უმრავლესობა, სუს-ის უმრავლესობა, ქართული ჯარის უმრავლესობა ფიქრობს ზუსტად ისე, როგორც ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალაქეები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სუს-ის სკანდალური განცხადება - უწყება ამტკიცებს, რომ კონკრეტული ჯგუფები წინასაარჩევნოდ ხელისუფლების წარმომადგენლების  ფალსიფიცირებული აუდიო და ვიედო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, რომლის მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა. 

სუს-ი ირწმუნება, რომ "აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება იქნება გამოყენებული".

მსგავსი სიახლეები