"ოცნება" ილუზორულ, პარალელურ სამყაროში ცხოვრობს - გახარია

16.10.24 12:07
"ოცნება" ილუზორულ, პარალელურ სამყაროში ცხოვრობს - გახარია

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ილუზორულ, პარალელურ სამყაროში ცხოვრობს და სწორედ ამიტომ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში კეთილდღეობაა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, რეალურად, საქართველოში ინფლაცია, კორუფცია, უიმედობა და გაზრდილი ემიგრაციაა, თუმცა ამას ხელისუფლება ვერ და არ ხედავს, რადგან თავად ამგვარ ცხოვრებასთან შეხება არ აქვთ. 

რეალობა არის ის, რასაც საქართველოს რიგითი მოქალაქეები აქ ვგრძნობთ. ეს არის ინფლაცია, ეს არის გაძვირებული ცხოვრება, ეს არის კორუფცია ირგვლივ ყველგან, ეს არის ნეპოტიზმი, ეს არის უბრალოდ უიმედობა და ემიგრაცია, როდესაც ადამიანები გარბიან ქვეყნიდან და შეფასებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, იმ ქვეყნების, სადაც გაწევრიანების სურვილი გვაქვს. არსებობს ასევე რაღაც პარალელური, ილუზორული სამყარო, სადაც, როგორც ჩანს, ის 25 ოჯახი ცხოვრობს. ივანიშვილი, კობახიძე, ჩვენი ქალაქის მერი და მათ ყველაფერი კარგად აქვთ. ისინი იმ სამყაროზე საუბრობენ, სადაც ცხოვრებენ, რომ თურმე გამდიდრდა ქვეყანა, - ამბობს გახარია.

დაპირება, რომ საუკეთესო წელი "ოცნების" მმართველობის მეოთხე წელს მოვიდოდა, ოლიგარქმა გადათქვა და ვადა ამჯერად 2030 წლამდე გადაწია. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ოლიგარქი ამტკიცებს, რომ ქართველი ხალხის გასამდიდრებლად კიდევ 6 წელია საჭირო. 

 "ქვეყანაში იოტისოდენა კორუფციაც კი არ არის," -თქვა "ოცნების" ლიდერმა იმ დროს, როდესაც სცენაზე ირაკლი ღარიბაშილთან და კახი კალაძესთან ერთად იდგა. 

მსგავსი სიახლეები