დანაშაული, რასაც "ქართული ოცნება" ჩადის, დაუსჯელი არ დარჩება - კუპრაძე

16.10.24 12:06
დანაშაული, რასაც "ქართული ოცნება" ჩადის, დაუსჯელი არ დარჩება - კუპრაძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ საარჩევნო მანიპულაციების ყველა შემთხვევა იქნება გამოვლენილი და თითოეული პირი, რომელიც მოქალაქეებზე ძალადობას და პირადობის მოწმობების წართმევას ახორციელებს, პასუხისგებაში იქნება მიცემული. 

დანაშაული, რასაც "ქართული ოცნება" ჩადის, დაუსჯელი არ დარჩება - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

თქვენი ძალაუფლება, თქვენი ხმა, თქვენი თავისუფალი არჩევანი არ უნდა დაუთმოთ არავის და უნდა გამოხატოთ თქვენი ნება საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ეს დანაშაული, რასაც "ქართული ოცნება" ჩადის, არ დარჩება დაუსჯელი. თითოეული პირი, რომელიც ძალადობს მოქალაქეებზე, ართმევს პირადობის მოწმობებს და აპირებს მანიპულაციებს საარჩევნო შედეგებისა, იქნება გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული", - განაცხადა კუპრაძემ. 

მსგავსი სიახლეები