ივანიშვილი თაღლითი და მატყუარაა - თამაზ დათუნაშვილი

16.10.24 12:13
ივანიშვილი თაღლითი და მატყუარაა - თამაზ დათუნაშვილი

ივანიშვილი თაღლითი და მატყუარაა, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ოლიგარქის განცხადებებს, რომელმა თქვა, რომ ქვეყანაში არც კლეპტოკრატია და არც ოლიგარქიაა. 

ოპოზიციის წევრი ივანიშვილის იმ განცხადებასაც იხსენებს, სადაც მან თქვა, რომ "ოცნების" მმართველობის მეოთხე წელი "საოცნებო" იქნებოდა. დათუნაშვილის თქმით, "საოცნებო" წელი მხოლოდ ივანიშვილის ახლობლებისთვის და იმ ადამიანებისთის დადგა, ვინც მისი მორჩილია.

ივანიშვილი არის თაღლითი და მატყუარა, როდესაც ამბობს, რომ კლეპტოკრატია და ოლიგარქია არ არსებობს. კი, მეოთხე წელს დადგა საოცნებო წელი მისი ნათესავებისთვის, მისი ახლობლებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც მას აუგად არ ახსენებს და ვინც მის ფეხქვეშ გაენთხევა, ამ ადამიანებისთვის ნამდვილად დადგა გაბრწყინებული მეოთხე წელიწადი და იმის შემდეგ დღემდე ეს ამბავი ხდება. როდესაც ოლიგარქიული და კლეპტოკრატიული ვიწრო ჯგუფი საქართველოში იტაცებს მთელ სიკეთეს და სიმდიდრეს, რომელიც იქმნება ამ წლების მანძილზე, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი. 

დაპირება, რომ საუკეთესო წელი "ოცნების" მმართველობის მეოთხე წელს მოვიდოდა, ოლიგარქმა გადათქვა და ვადა ამჯერად 2030 წლამდე გადაწია. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ოლიგარქი ამტკიცებს, რომ ქართველი ხალხის გასამდიდრებლად კიდევ 6 წელია საჭირო. 

 "ქვეყანაში იოტისოდენა კორუფციაც კი არ არის," -თქვა "ოცნების" ლიდერმა იმ დროს, როდესაც სცენაზე ირაკლი ღარიბაშილთან და კახი კალაძესთან ერთად იდგა. 

 

მსგავსი სიახლეები