ივანიშვილი რეალობას არის მოწყვეტილი - ლევან სანიკიძე

16.10.24 12:24
ივანიშვილი რეალობას არის მოწყვეტილი - ლევან სანიკიძე

"ივანიშვილი რეალობას არის მოწყვეტილი ან სურს, რომ ასე გამოაჩინოს," - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერი ლევან სანიკიძე ოლიგარქის ზუგდიდში გაკეთებულ განცხადებებს. სანიკიძის თქმით, ივანიშვილის გავლენა ქვეყანაზე სულ მალე, მოახლოებულ არჩევნებზე დასრულდება. 

ხანდახან მაქვს განცდა, რომ ვიკიპედიაში რომ ჩავწეროთ სიტყვა „ნეპოტიზმი“, „ქართულ ოცნებას“ ამოაგდებს და ამ ვითარებაში ასეთი პარტია როდესაც საუბრობს, რომ ნეპოტიზმი თითქოს ალაგმა საქართველოდან, არის, უბრალოდ, სასაცილო და მეტიც, შეურაცხმყოფელია. ვერ გეტყვით ბიძინა ივანიშვილს რა აწუხებს, რა აზრებით არის შეპყრობილი, უბრალოდ ან ის მოწყვეტილია რეალობას, ან უბრალოდ, სურს, თავი მოიწყვიტოს რეალობიდან და ეს შთაბეჭდილება დატოვოს, რომ თითქოს მეფე ატყუებენ და ბიძინა ივანიშვილი არც მეფეა, არც ხელმწიფეა და 10 დღეში მას აღარავითარი გავლენა აღარ ექნება საქართველოზე, - ამბობს ლევან სანიკიძე. 

დაპირება, რომ საუკეთესო წელი "ოცნების" მმართველობის მეოთხე წელს მოვიდოდა, ოლიგარქმა გადათქვა და ვადა ამჯერად 2030 წლამდე გადაწია. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ოლიგარქი ამტკიცებს, რომ ქართველი ხალხის გასამდიდრებლად კიდევ 6 წელია საჭირო. 

 "ქვეყანაში იოტისოდენა კორუფციაც კი არ არის," -თქვა "ოცნების" ლიდერმა იმ დროს, როდესაც სცენაზე ირაკლი ღარიბაშილთან და კახი კალაძესთან ერთად იდგა. 

 

მსგავსი სიახლეები