თავდასხმა ოპოზიციონერ დეპუტატებზე გურიანთში - პროკურატურა მომხდარით არ დაინტერესებულა

16.10.24 12:54
თავდასხმა ოპოზიციონერ დეპუტატებზე გურიანთში - პროკურატურა მომხდარით არ დაინტერესებულა

თავდასხმა ოპოზიციონერ დეპუტატებზე -  პროკურატურას ძალადობაში მონაწილე "ოცნების" წარმომადგენლები გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებია. საქმე სოფელ გურიანთში მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც ოპოზიციამ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს "ოცნების" წევრებთან ერთად საგანგებო სიების შედგენის დროს წაასწრო. ამ ფაქტს დეპუტატების თავდასხმა მოჰყვა. 

ოპოზიციის წევრები თათია ნიკოლაიშვილი და დავით მჟავანაძე გუშინ პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდნენ, თუმცა გამოკითხვაზე უარი განაცხადეს და თქვეს, რომ ჩვენებას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემდნენ. 

პირდაპირ ფიზიკურ ძალადობა გადმოვიდნენ „ქართული ოცნების“ შტაბად ქცეული გამგეობიდან. ადამიანები, რომლებიც უნდა ზრუნავდნენ მოსახლეობის საჭიროებებზე, პირდაპირ სხედან ოლქის და უბნის თავმჯდომარეებთან ერთად და განიხილავენ, ვის უნდა მიუვარდნენ, ვინ უნდა დააშინონ, ვისზე ზეწოლა უნდა განახორციელონ. ეს სიები ედოთ პირდაპირ და ამის შემდეგ, რაც ეს ყველაფერი ჩვენ ავსახეთ და კონკრეტული მტკიცებულება შევქმენით, პირდაპირ ფიზიკურ ზეწოლაზე გადმოვიდნენ, - ამბობს ნიკოლეიშვილი. 

 ამავე ამბავს ყვება დავით მჟავანაძეც. 

დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რადგან „ქართული ოცნების“  ადგილობრივ ხელმძღვანელობას უნდოდათ, ის დანაშაული გადაეფარათ. „ქართული ოცნება“ აპირებდა და გეგმავდა ფულის დარიგებას და აპირებდა იმ სიების გავლას, ვინ უნდა დააშანტაჟონ და რომელ ამომრჩეველზე უნდა მოახდინონ გავლენა მისი ნების საწინააღმდეგოდ. და როდესად უბანზე მივედით, დადასტურდა ის, რომ სიებს ნამდვილად გადიოდნენ ეს ადამიანები და მათ შორის, იქ ჰქონდათ კონკრეტული მინიშნებები გაკეთებული. ამ დანაშაულში გარდა კონკრეტული თანამდებობის პირისა, მონაწილეობდა ოლქის მიერ დანიშნული კომისიის თავმჯდომარე, რომელიც წესით,  ნეიტრალური წევრი უნდა იყოს, - ამბობს მჟავანაძე.

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ლევან კილაძე ამტკიცებს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

არავისთვის ხელი არ მიკრავს. არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია იქ. დაკითხვაზე არ ვყოფილვარ, რატომ უნდა ვიყო დაკითხული? , - ამბობს სატელეფონო საუბარში კილაძე. 

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ნინო მახარაძე კი "პირველების" კითხვის საპასუხოდ ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციულ შენობაში  "ქართული ოცნების" ბროშურები ხალხა შეიტანა. 

„ქართული ოცნების“ ბროშურებს ქუჩაში არიგებდნენ და მოიტანა იმ ხალხმა, ეჭირათ ხელში, მე რა მექნა? თვითონ მოსახლეობა არიგებდა და შემოვიდნენ, მათ ეჭირათ ხელში, - ამბობს მახარაძე. 

მსგავსი სიახლეები