თურქეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

16.10.24 13:11
თურქეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აღმოსავლეთ თურქეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრა დილით 10:46 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ მალათიიდან 40 კილომეტრში მდებარე კალეს რაიონი იყო.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები