სამადაშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება საარჩევნოდ თვითონ გეგმავს საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შემოტანას

16.10.24 13:23
სამადაშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება საარჩევნოდ თვითონ გეგმავს საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შემოტანას

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება საარჩევნოდ თვითონ გეგმავს საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შემოტანას და სწორედ ამას ემსახურებას სუს-ის დღევანდელი განცხადებაც.

სამადაშვილი ფიქრობს, რომ ლილუაშვილის უწყების განცხადება პრევენციული ხასიათისაა, რომ "საკუთარი დაგეგმილი რუსული სპეცოპერაციებისთვის მოიმზადონ თავდაცვითი პოზიციები".

თვითონ გეგმავენ, როგორც ჩანს რაღაცა დიდი ფეიკების გამოყენებით, შესაბამისად საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობას, იმიტომ, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოში რუსეთის დავალებით შემოაქვს ქაოსი და არეულობა და მათ შორის დეზინფორმაციული არეულობა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რუსული პოლიტიკური ძალა, ამიტომ, ეს განცხადება ვფიქრობ, რომ პრევენციული ხასიათის არის, რომ საკუთარი დაგეგმილი რუსული სპეცოპერაციებისთვის მოიმზადონ თავდაცვითი პოზიციები, მაგრამ არაფერი არ უშველის ამ ხელისუფლებას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

სუს-ი ამტკიცებს, რომ კონკრეტული ჯგუფები წინასაარჩევნოდ ხელისუფლების წარმომადგენლების  ფალსიფიცირებული აუდიო და ვიედო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, რომლის მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა. 

ლილუაშვილის უწყება ირწმუნება, რომ "აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება იქნება გამოყენებული".

მსგავსი სიახლეები