სუს-ი ივანიშვილის სამსახურშია, მისი სამარცხვინო განცხადებით ხალხს ვერ შეაშინებენ - მეზვრიშვილი

16.10.24 14:24
სუს-ი ივანიშვილის სამსახურშია, მისი სამარცხვინო განცხადებით ხალხს ვერ შეაშინებენ - მეზვრიშვილი

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ სუს-ი ასპარეზზე იმიტომ გამოიყვანა, რომ ხალხი უფრო მეტად შეაშინოს, თუმცა ოპოზიციონერის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს აღარ წარმოადგენს იმ უწყებას, რომლისაც ხალხს ეშინია. 

მრცხვენია ამ განცხადებებს, რომ ვუყურებ - ამბობს მეზვრიშვილი და ამბობს, რომ სუს-ი ივანიშვილის დავალებების შემსრულებელია.

ასპარეზზე შემოიყვანეს სუს-ი და რატომღაც ალბათ ჰგონიათ, რომ რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია, ხალხს შეეშინდება უფრო მეტად და დაიჯერებს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ სუს-ის ხალხს აღარ ეშინია, იმიტომ, რომ ყველანაირი ავტორიტეტი დაუკარგეს, ივანიშვილის პირად სამსახურში ჩააყენეს. მე მრცხვენია მაგალითად, ამ განცხადებებს რომ ვუყურებ. საგამოძიებო უწყება ან მართლა პრევენციაზე უნდა მუშაობდეს, ან დამნაშავეს აკავებდეს, ან ბრალს უნდა აცხადებდეს, ანუ ჩვეულებრივი მრავალსერიანი სიუჟეტია, რასაც არჩეევნებამდე შემოგვთავაზებენ", - ამბობს მეზვრიშვილი. 

სუს-ი ამტკიცებს, რომ კონკრეტული ჯგუფები წინასაარჩევნოდ ხელისუფლების წარმომადგენლების  ფალსიფიცირებული აუდიო და ვიედო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, რომლის მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა. 

ლილუაშვილის უწყება ირწმუნება, რომ "აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება იქნება გამოყენებული".

მსგავსი სიახლეები