თინა ბოკუჩავა: პარტნიორები ხედავენ, რომ პროდასავლურ ქართველ ხალხს, რომლებმაც ევროატლანტიკური არჩევანი გააკეთეს, ჰყავს ანტიდასავლური ხელისუფლება, რომელიც ევროპული კეთილდღეობის შანსს გვართმევს
პარტნიორები ხედავენ, რომ პროდასავლურ ქართველ ხალხს ანტიდასავლური ხელისუფლება ართმევს ევროპული განვითარების შანსს - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ყურადღება ამიტომაც არის გამახვილებული.
„პარტნიორები ხედავენ, რომ პროდასავლურ ქართველ ხალხს, რომლებმაც გააკეთეს ევროატლანტიკური არჩევანი, დღეს ჰყავს ანტიდასავლური ხელისუფლება, რომელიც გვართმევს ევროპული კეთილდღეობის შანსს. სწორედ ამიტომ არის ასეთი გაფაციცებული ყურადღება საქართველოზე და არჩევნებზე, რომელიც 10 დღეში გველოდება, რომ ამ არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის ნება. ეს, მათ შორის, არის იმის გარანტია, რომ ივანიშვილი ვერ გაბედავს ქართველი ხალხისთვის საკუთარი არჩევანის მოპარვას – არჩევანის, რომელიც აუცილებლად ევროპული იქნება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ აშშ საქართველოში მიმდინარე არჩევნებს "ახლოდან დააკვირდება".
ეს განცხადება მეთიუ მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, როდესაც მას საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ჰკითხეს.