26 ოქტომბრის შემდეგ, სუს-ი გაუქმდება - ვაშაძე
"მარცხდებიან და ათას სისულელეს იგონებენ" - ასე ეხმაურება "ერთიანობის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
ვაშაძე ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სუს-ი და პოლიტიკური პოლიცია აღარ იარსებებს.
სუს-ი ამ ქვეყანაში 26 ოქტომბრის შემდეგ გაუქმდება, აღარ იარსებებს. დიახ, ამაზე ხელი გვაქვს მოწერილი ყველა ოპოზიციურ პარტიას და რომ ვაუქმებთ სუს-ს და ვაუქმებთ პოლიტიკურ პოლიციას ამ ქვეყანაში", - აცხადებს ვაშაძე.
სუს-ი ამტკიცებს, რომ კონკრეტული ჯგუფები წინასაარჩევნოდ ხელისუფლების წარმომადგენლების ფალსიფიცირებული აუდიო და ვიედო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, რომლის მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა.
ლილუაშვილის უწყება ირწმუნება, რომ "აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება იქნება გამოყენებული".
ოპოზიცია კი არ გამორიცხავს, რომ სუს-ი თავის დაზღვევის ოპერაციას ატარებს და კადრების გასაჯაროებას თავად აპირებს.