ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო "ერთიანობამ" საქალაქოში სარჩელი შეიტანა

16.10.24 16:09
ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო "ერთიანობამ" საქალაქოში სარჩელი შეიტანა

ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განმარტებით, კოალიციამ პირველი ინსტანციის სასამართლოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან არასამართლიანი მიდგომისა და საჩივრების მიკერძოებული განხილვის გამო მიმართა.

პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაწყვეტყილება, რომელიც მიიღო ცესკომ ამ დარღვევასთან დაკავშირებით, მიკერძოებულია, ვინაიდან ცესკოს მდივანი, ბატონი ჯავახიშვილი საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის ახლო ნათესავია და ამ ჩარჩოებიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ "ქართული ოცნების" ინტერესებს ემსახურება. ეს არის არასამართლიანი მიდგომა და საჩივრების მიკერძოებული განხილვა და ამიტომ ჩვენ მივმართეთ სასამართლოს. არც სასამართლოსგან გვაქვს მოლოდინი, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ ჩვენ მათსავე მოედანზე ვიბრძოლებთ და მათსავე მოედანზე გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მსგავსი სიახლეები