ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ეკონომიკა ჩამოიშლება - ბუაძე

16.10.24 17:14
ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ეკონომიკა ჩამოიშლება - ბუაძე

თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" დარჩება, ეკონომიკა ჩამოიშლება - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეროვნული ბანკის მიერ რეკორდულად დიდი $65-მილიონის გაყიდვას ეხმიანება. 

საბა ბუაძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შესაძლოა, მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების შენარჩუნება გამოიწვევს. 

გამოტანილი 70 მილიონიდან მხოლოდ 65 მილიონი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა. ჯამში რუსული კანონის მიღების შემდეგ 300 მილიონი აქვთ გამოტანილი გასაყიდად იმისათვის, რომ ლარის გაუფასურება შეაკავონ, რაც ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ თუ ივანიშვილი დარჩება ხელისუფლებაში, ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება, ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და ეკონომიკა მივა ჩამოშლის პირას და ჩამოიშლება, თუ სანქცირებული და რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება დარჩება ამ ქვეყნის მართვის სადავეებთან", - ამბობს საბა ბუაძე. 

ცნობისთვის, 2024 წლის 16 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 70 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც 64 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა

მსგავსი სიახლეები