"ოცნებას" ეკონომიკა კოლაფსისკენ მიყავს - ვაშაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 64 900 000 აშშ დოლარის გაყიდვის ფაქტს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აფასებს და "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" ქვეყნის "ეკონომიკა კოლაფსისკენ მიყავს".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მძიმე სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი გამოსავალი 26 ოქტომბრის არჩევნებია.
მასიურად დოლარის გაყიდვას იწყებს ეროვნული ბანკი, რადგან "ქართულ ოცნებას" ეკონომიკა მიჰყავს კოლაფსისკენ. ამიტომ, დაუყოვნებლივ ჩვენ ისინი უნდა შევცვალოთ, რომ დავასტაბილუროთ ეკონომიკა, ლარის კურსი არ გაიქცეს. ამბობენ, 70 მილიონი დოლარი მხოლოდ ერთ დღეში გაყიდა ეროვნულმა ბანკმა, ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. ამიტომ, ხალხნო საქართველოს გადარჩენა გადის 26 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლაში, ევროკავშირისკენ სწრაფ სვლაში, 14 მილიარდის მოტანაში და იმ დიდ პროექტებში, რომელიც არის, რადგან "ქართულ ოცნებასთან" ერთად გაკოტრება, გაბანკროტება და მძიმე სიტუაცია, სამწუხაროდ, არ აგვცდება", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, 2024 წლის 16 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 70 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც 64 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა.