კარგი ცხოვრება გადაიდო - ივანიშვილის დაპირებები და მძიმე რეალობა

16.10.24 20:15
კარგი ცხოვრება გადაიდო - ივანიშვილის დაპირებები და მძიმე რეალობა

მმართველობის 12 წლის თავზე, ბიძინა ივანიშვილი ხალხს ისევ იმას ჰპირდება, რასაც 2012 წელს - ნანატრი, საუკეთესო მეოთხე წელი, 14 წლის დაგვიანებით, 2030 ში უნდა დადგეს. ივანიშვილი ამბობს, რომ 2029 წლიდან ქვეყანა გამდიდრდება და ეკონომიკური ზრდით ევროკავშირის ქვეყნებს გადაუსწრებს, ანუ 2030 წელს მაინც ამოისუნთქებს ხალხი. თუ ივანიშვილი არ ტყუის, რატომ არ ეტყობა მოქალაქეებს ეკონომიკური წინსვლა? ეკონომისტები ივანიშვილს ამხელენ და ამბობენ, რომ მისი ხელისუფლების პირობებში, წინსვლის ნაცვლად, ეკონომიკა ჩამოინგრევა.

მკვლევრები პირდაპირ ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს პარალელური, ალტერნატიული რეალობა აქვს შექმნილი, რომელშიც კორუფცია არ არსებობს. ოლიგარქი ამტკიცებს, რომ მისმა ხელისუფლებამ ნეპოტიზმი და კორუფცია დაუსჯელი არ დატოვა.

ივანიშვილს მისივე გუნდის ყოფილი პრემიერი ახსენებს, რა არის კორუფცია, რომ თუ თავად ოლიგარქი, ღარიბაშვილი, კობახიძე ან კალაძე გამდიდრდნენ, ეს ხალხზე არ ასახულა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს, რომელსაც ხვალისთვის აღარაფერი აქვს სათქმელი, ისღა დარჩენია, ტყუილი დაპირებებით სცადოს ძალაუფლების შენარჩუნება.

ივანიშვილმა დაპირებული "კარგი ცხოვრება" 2030 წლამდე გადადო - ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები