"ოცნებას" ხალხი ისევ გაექცა

16.10.24 20:20
"ოცნებას" ხალხი ისევ გაექცა

კადრებში, რომელიც "ტვ პირველმა" სამეგრელოში გადაიღო,  ჩანს, როგორ ტოვებს ხალხი "ოცნების" პარტიულ ღონისძიებას, მაშინ როცა სიტყვით ბიძინა ივანიშვილი გამოდის.

იძულებით მიყვანილი საჯარო მოხელეები "ქართული ოცნების" 40 წუთიან ღონისძიებას ბოლომდეც კი არ დაესწრნენ.  ზუგდიდში მთავარი მოედნის შესავსებად ხალხი სამეგრელოს რაიონებიდან ჩაიყვანეს, თუმცა მიკროავტობუსებით მიყვანილი საჯარო მოხელეების ნაწილი ტრანსპორტიდან არც კი გადმოსულა.

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე ხალხი სენაკიდან, ჩხოროწყუდან, ხობიდან, მარტვილიდან  და აბაშიდან ჩამოიყვანეს. სკოლის პედაგოგები, მედდები და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ მათი ტრანსპორტირება ადგილობრივმა თვითმმართველობებმა დააორგანიზა და  უზრუნველყო.

"ანტიქართული და ფაშისტური ოცნება" - ამ შინაარსის ბანერით მივიდა ზუგდიდელი აქტივისტი  ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე. ერთკაციანმა პროტესტმა ხელისუფლება იმდენად გააბრაზა რომ აქტივისტს აგრესიული მხარდამჭერები მიუგზავნეს და ბანერი წაართვეს.

,,ოცნებას" ხალხი ისევ გაექცა - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით
 

მსგავსი სიახლეები