გურულები მზად არიან გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლის დაბრუნებისათვის - ბოკუჩავა
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, პარტიის ლიდერებთან ერთად აგრძელებს შეხვედრებს გურიაში. პარტიის ლიდერები ამჯერად ლიხაურში მოსახლეობას შეხვდნენ.
როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, გურულები მზად არიან გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლის დაბრუნებისათვის და ევროპული კეთილდღეობისათვის.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლიხაურში, ვიყავით სუფსაში, ლანჩხუთში, მთელი დღე ვიარეთ გურიაში და ვხედავ, რომ გურულები ზმად არიან გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლის დაბრუნებისთვის და იმისთვის, რომ გურიაში, ისევე როგორც საქართველოს ყველა მხარეში და კუთხეში, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროპული კეთილდღეობის შანსი და უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რაც ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ მოიტანა.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.