მოსმენების სკანდალის მოლოდინში - ფარული ჩანაწერის გამოქვეყნების საეჭვო დრო და კონტექსტი

16.10.24 20:08
მოსმენების სკანდალის მოლოდინში - ფარული ჩანაწერის გამოქვეყნების საეჭვო დრო და კონტექსტი

სკანდალური ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე ქოუჩინგის რუსული კურსის დეტალებს არკვევს.  აუდიოჩანაწერი დღეს დილით youtube არხზე გამოქვეყნდა. 6 წუთიანი მასალა Cyber Kmara-ს სახელით არსებულმა იმ ანგარიშმა გაასაჯაროვა, რომლის მიერ youtube-ზე ატვირთული 6-ივე ვიდეო ივანიშვილს უკავშირდება. 

ამ აუდიოჩანაწერის შინაარსი არც საყურადღებო იქნებოდა და არც საინტერესო, რომ არა მისი გამოქვეყნების დრო და კონტექსტი - ვიდრე ფარული აუდიომასალა youtube არხზე გაჩნდებოდა, 2 საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა. სუსი წერდა, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, წინასაარჩევნოდ ჩანაწერებს გაავრცელებენ და მის გასაყალბებლად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ. 

ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ უწყებიდან შესაძლოა,  ინფორმაციამ გამოჟონოს და სახელისუფლებო პარტიაში არსებული მძიმე ვითარება ბოლომდე გამოაშკარავდეს. ამიტომ "ოცნება" წინასწარ ქმნის ნიადაგს, რომ მას საზოგადოებამ არ უნდა დაუჯეროს. 

ის ვისაც სისტემაში უმუშავია ამბობს, რომ ასეთი ჩანაწერის გაკეთების რესურსი მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურს აქვს და ყურადღების მიღმა არც ის უნდა დარჩეს, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერის შინაარსი ფაქტობრივად არაფერს იძლევა. მიზანი მხოლოდ გამოქვეყნება იყო.

ჩანაწერების შესახებ შეთქმულების თეორიებზე სუსს ამ დრომდეც არაერთხელ უთქვამს, გამოძიებაც დაუწყია და საქმე ბოლომდე არც ერთხელ მიუყვანია. 

მოსმენების სკანდალი - რუსუდან დუმბაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები