"ოცნების" შემწირველების რუსული კავშირები - სკანდალური კვლევა

16.10.24 20:44
"ოცნების" შემწირველების რუსული კავშირები - სკანდალური კვლევა

ქართული ოცნების შემომწირველების რუსული კავშირები უკვე დოკუმენტურად დადასტურდა - „სამოქალაქო იდეას“ კვლევამ აჩვენა, რომ ბიზნესმენები, ვინც მმართველ პარტიას ყოველწლიურად დიდ თანხებს სწირავენ, დაკავშირებულები არიან როგორც ივანიშვილთან და მის ოჯახთან, ასევე დამოკიდებულები არიან რუსულ ბაზარზე, აქვთ ორმაგი – რუსული და ქართული მოქალაქეობა ან ჰყავს რუსეთის მოქალაქე დამფუძნებელი. ეს გარემოება კი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კვლევის ავტორებისთვის საგანგაშოა.

რა სქემით მოქმედებს "ოცნება" მათივე შემომწირველების სასარგებლოდ? – კვლევამ აჩვენა, რომ მმართველი პარტია შემოწირულებების შემდეგ ბიზნესმენებს აჯილდოებს და სახელმწიფო პროგრამებიდან დიდ თანხებს აძლევს. 

მკვლევარებმა გაშიფრეს სქემაც - ოცნების შემომწირველებისთვის  სახელმწიფო პროგრამებიდან მიღებული შემოსავლები მას შემდეგ იზრდება, რაც ისინი ზრდიან მმართველი პარტიის მიმართ შემოწირულებების ოდენობას.  

კვლევას არასამთავრობო ორგანიოზაცია "სამოქალაქო იდეა" ავრცელებს.

ოცნების შემომწირველები - ნინო ღვედაშვილი დეტალებით
 

მსგავსი სიახლეები