პრეზიდენტი ეკა გიგაურს შეხვდა - საუბრის თემა წინასაარჩევნო პერიოდი, ტენდენციები და დარღვევები იყო

16.10.24 20:03
პრეზიდენტი ეკა გიგაურს შეხვდა - საუბრის თემა წინასაარჩევნო პერიოდი, ტენდენციები და დარღვევები იყო

 

 

ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი შეხვდა - პრეზიდენტის სასახლიდან გამოსულმა ეკა გიგაურმა მედიასთან კომენტარი იმ საკითხებზე გააკეთა, თუ კონკრეტულად რაზე იმსჯელეს მხარეებმა აუდიენციის მიმდინარეობისას.

მესამე სექტორის წარმომადგენლის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან წინასაარჩევნო პერიოდი, დამკვირვებლების მობილიზაცია და გამოვლენილ დარღვევები განიხილა.

ჩვენ ვაკვირდებით როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე ახლაც მიმდინარეობს დამკვირვებლების აყვანაც და რეგისტრაციაც. შესაბამისად, ეს აინტერესებდა საქართველოს პრეზიდენტს, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რა ტიპის ტენდენციებია და რა დარღვევებია, რა მოხდება არჩევნების დღეს, როგორი ინტენსივობით გვექნება მონიტორინგი. ეს იყო აბსოლუტურად ტექნიკური შეხვედრა", - ამბობს ეკა გიგაური. 

ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, პოლიტოლოგებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. 

ეკა გიგაურთან შეხვედრამდე, საქართველოს პრეზიდენტმა ათონელის რეზიდენციაში გია ხუხაშვილს უმასპინძლა

მსგავსი სიახლეები