"ოცნება" შეგუებულია, რომ არჩევნებში მარცხდება - დეკანოიძე

16.10.24 21:50
"ოცნება" შეგუებულია, რომ არჩევნებში მარცხდება - დეკანოიძე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "ქართულ ოცნებას" დამარცხებას უანონსებს.

მეტიც, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, ივანიშვილის გუნდი შეგუებულია, რომ 26 ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებს აგებს. 

"ქართული ოცნება" შეგუებულია ამ დამარცხებას და რატომ არის შეგუებული? იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ის უმძიმესი მმართველობის პირობები, რომელიც გამოვლინდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს მთელი ანტურაჟი იყო, მხოლოდ და მხოლოდ, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის და საკუთარ კოჰორტას თავისი კორუფციული გეგმები დაელაგებინა", - ამბობს დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები