"შეშინებული სისტემის განცხადებაა" - დეკანოიძე სუს-ზე

16.10.24 22:00
"შეშინებული სისტემის განცხადებაა" - დეკანოიძე სუს-ზე

ხატია დეკანოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადებას, რომლითაც ლილუაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ კონკრეტული ჯგუფები წინასაარჩევნოდ ხელისუფლების წარმომადგენლების ფალსიფიცირებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, "შეშინებული სისტემის განცხადებად" აფასებს. 

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ადამიანებზე მანიპულაციისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებს. 

"ფარული კადრებით ჟონგლიორობა მათთვის ახალი არ არის" - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ეს არის შეშინებული სისტემის განცხადება. ფარული კადრებით ჟონგლიორობა მათთვის არ არის ახალი. მაგრამ ისინი ყველანაირ სცენარს განიხილავენ იმისთვის, რომ კვლავ მანიპულაციის იარაღი ჰქონდეთ ადამიანებზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აწარმოეს ამაზრზენი კამპანია და დააცილეს საქართველო ევროპის კავშირს", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

სუს-ი ამტკიცებს, რომ კონკრეტული ჯგუფები წინასაარჩევნოდ ხელისუფლების წარმომადგენლების ფალსიფიცირებული აუდიო და ვიედო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, რომლის მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა. 

ლილუაშვილის უწყება ირწმუნება, რომ "აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება იქნება გამოყენებული".

მსგავსი სიახლეები