სახელმწიფო დაცვა ცესკოს თავმჯდომარეს - გიორგი კალანდარიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

16.10.24 22:16
სახელმწიფო დაცვა ცესკოს თავმჯდომარეს - გიორგი კალანდარიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

სახელმწიფო დაცვა ცესკოს თავმჯდომარეს - გიორგი კალანდარიშვილი პირველ კომენტარს "ტვ პირველის" ეთერში აკეთებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე მისთვის დაცვის დანიშვნაში უჩვეულო არაფერი არ არის.

როგორც გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება, რადგან მისი განმარტებით, როგორც წესი, ყოველი არჩევნების წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაცვა აუცილებლად ენიშნება.

ზოგადად საარჩევნო პერიოდში, როგორც იცით მძაფრდება ემოციები, ყურადღება. შეიძლება ასე ითქვას, რომ ეს საკითხიც გახდა ადრესატიც ამ ყველაფრის მაშინ, როდესაც უკვე მერამდენე წელია ინსტიტუციის ხელმძღვანელს ენიშნება დაცვა. ამ აქტში საუბარია დაცვის დანიშვნაზე და იმაზე, რომ დაცვის გააქტიურება ხდება სარჩევნო პერიოდში. ეს უბრალოდ განისაზღვრა, ეს დაცვა წინა თავმჯდომარესაც, მეც მყოლია და ყოველი  არჩევნების წინ, საჭიროების არსებობის შემთხვევაში, ეს პროცედურა აქტიურდება. ამ შემთხვევაში ესეც განხორციელდა და ამავე აქტიდან იკითხება, რომ შესაბამისი არჩევნებიდან გამომდინარე განისაზღვროს დაცვა და ამაში რაიმე უჩვეულო და სასწაული არაფერი არ არის", - ამბობს გიორგი კალანდარიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ცესკოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.

დოკუმენტი 2024 წლის 10 ოქტომბრით თარიღდება. როგორც კობახიძე წერს, სახელმწიფო დაცვის დანიშვნა 26 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები